2025 წლის 3 და 4 აპრილს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი "ზღაპარი და მუსიკა: ქართული ნარატიული და მუსიკალურ-სასცენო ჟანრების ინტერმედიალური შესწავლა" [FR23-2808].
ღონისძიება გაიმართება თსუ I კორპუსში, ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზში 10:00-დან 15:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხ. პროგრამასა და ანონსში.